„ესკულაპეს“ წევრები 11 აგვისტოდან დღემდე მონაწილეობას იღებდნენ ევროპის კოსმოსური ცენტრის ასტრონავტთა ბანაკში, სადაც მესამე ადგილზე გასულმა გუნდის წევრებმა ამ დროისთვის დაასრულეს მონაწილეობა.
გუნდის წევრები დაესწრნენ 5D კოსმოსურ შოუს, ლექციებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) შესახებ და დაათვალიერეს ევროპის კოსმოსური ცენტრი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე ხუთი წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia) მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here