რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელი ჯგუფების სისტემას ამარტივებს. ცვლილების შემდეგ საიდუმლო (secret) ჯგუფები დახურულ (private) ჯგუფებად გადაკეთდება და ფეისბუქზე მხოლოდ ორი ტიპის — საჯარო და დახურული ჯგუფების შექმნა იქნება შესაძლებელი. ჯგუფის მოდერატორს კი ექნება საშუალება გადაწყვიტოს, ხილული უნდა იყოს თუ არა ჯგუფი სხვებისთვის.

ასევე, როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლობა ამბობს, ფეისბუქი არასასურველი კონტენტის აღმოსაჩენად და წასაშლელად ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლას იყენებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here