22-23 აგვისტოს ონლაინ მარკეტინგის ტრენინგი ჩატარდა. ტრეინინგი ორგანიზებული იყო ბიზნეს აქსელერატორ სპარკისა და თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების სამსახურის მიერ.

ტურიზმის, კვების ობიექტებისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები ციფრული მედიის უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ – წერს სპარკი.

სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here