ახალ Apple Watch-ს ძილის კონტროლის ფუნქცია ექნება – ამის შესახებ ინფორმაციას 10 სექტემბრის Apple-ის  სპეციალურ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე Bloomberg ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, Apple Watch მოწყობილობის მფლობელის ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს ვიბრაციის გაზომვის შედეგად დააკვირდება და გამოთვლის. 
ამ ეტაპზე უცნობია ეს ახალი ფუნქცია სხვა Apple-ის მოწყობილობებზეც თუ გავრცელდება. სიახლეებს მომხმარებელი 10 სექტემბერს სრულად შეიტყობს. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here