10 სექტემბერს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა პრეზენტაცია თბილისის დროით 21:00 საათზე კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში გამართა. პრეზენტაციიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალი სმარტფონების წარდგენა იყო.

Apple-მა საკუთარი სმარტფონის სრულიად განახლებული მოდელები — iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა. iphone 11-ის ფასი, რომელიც ექვს ახალ ფერშია წარმოდგენილი (თეთრი, შავი, მწვანე, ყვითელი, იასამნისფერი და წითელი) $699-დან დაიწყება, ხოლო iPhone 11 Pro $999, ხოლო Pro Max $1 099 ეღირება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here