<> at Museum of Modern Art on May 31, 2018 in New York City.

2018 წელს მარინა აბრამოვიჩის ვიდეო თამაში “ამაღლება” გამოვიდა. ვირტუალური რეალობის სათვალის საშუალებით მნახველი აბრამოვიჩს პირისპირ ხვდება. ხელოვანი მინის ავზშია, ავზი კი ნელნელა წყლით ივსება. ვიდეო თამაშში მნახველი საკუთარი თვალით უყურებს ყინულის მთების დნობასა და წყლის დონის ამაღლებას.თამაშის მიზანია ცნობიერების გაზრდა გლობალური დათბობის შესახებ. 

მარინა აბრამოვიჩი თანამედროვე არტის ცოცხალი ლეგენდაა. პერფორმანსის სერბი დიდოსტატი საკუთარ თავს „პერფორმანსის ბებიას“ უწოდებს. მისი ნამუშევრები ხელოვანსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობების, სულისა და სხეულის შესაძლებლობების მუდმივი კვლევაა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here