გერმანულმა კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი ჰელსინკის აეროპორტში გამოსცადა. ეს პირველად მფრინავი ტაქსია, რომელიც დასახლებულ პუნქტში დატესტეს.
უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო Volocopter-ის საფრენი აპარატის ყველა გამოცდა ამ დრომდე დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ტარდებოდა.
ინოვაციური ტრანსპორტი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლონდონსა და ბერლინში გამოჩნდება.
Volocopter მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას დაახლოებით სამ წელიწადში გეგმავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here