საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მოაწერეს.

„პრაქტიკულად დავასრულეთ „EURAXESS“- ში გაწევრიანების პროცედურა და ხელი მოვაწერეთ გაწევრიანების დეკლარაციას. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისია. ამას უახლოეს დღეებში მოჰყვება საქართველოში „EURAXESS Gergia“-ს დაფუძნება. გარდა ამისა, უკვე გაჩნდა ბევრ უმნიშვნელოვანეს პროექტში ქართველი მეცნიერების, ასევე, სამეცნიერო ინსტიტუციების ჩართვის შესაძლებლობა. ეს ეხება პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ქართულ მეცნიერებას დაახლოებით 100 მილიარდამდე ბიუჯეტზე გაუჩნდება წვდომა.” – განაცხადა ზვიად გაბისონიამ ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here