3 ოქტომბერს – 19:00 საათზე, ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

“დაესწარი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო დღეს ყოველ მეორე ხუთშაბათს ტექნოპარკში და მოისმინე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე პროგრამის კოორდინატორებისგან”

პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი – ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

წინა სტატიაGoogle ახალ აპლიკაციაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაჰაკათონი ჩეტბოტის შესაქმნელად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი