Instagram-ს ბნელი რეჟიმი დაემატა. როგორც ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ განაცხადა, სულ რამდენიმე დღეში ბნელი რეჟიმი ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამჟამად აპლიკაციას ბნელი რეჟიმის ჩართვისა და გამორთვის ფუნქცია არ აქვს გააქტიურებული, შესაბამისად,  მუქი რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც მოწყობილობაზე სისტემური ბნელი რეჟიმი აქვთ გააქტიურებული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here