კონტენტზე გადასვლა
დაიჰაკა და გაითიშა 15 ათასი ვებგვერდი

დაიჰაკა და გაითიშა 15 ათასი ვებგვერდი

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

პროსერვისის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს 15 ათასი ვებგვერდი გაითიშა. ბოლო ინფორმაციით კიბერთავდასხმა ამ დრომდე მოგერიებული არ არის.

“20:00 საათის მდგომარეობით აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების 50%-ზე მეტი”, — განმარტავენ პროსერვისში.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!