საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა.

“ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას, რომელიც მუდმივად ცდილობს შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები”, — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50 000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 188 ქვეყანაში გამოიცემა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here