კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა და ტარებადი ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია მას 2,1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გუგლის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი რიკ ოსტერლო აღნიშნავს, რომ ეს არის უნიკლური საშუალება განვითარდეს Wear OS ეკოსისტემა და გამოვიდეს მოწყობილობების უკვე Google-ის სახელით.
Fit-Bit-ის პრეს რელიზის მიხედვით, კომპანია ძველებურად დაიცავს მომხმარებლების პირად მონაცემებს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით და არ გამოიყენებს Google-ის რეკლამაში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია Google-ისთვის, რომელიც უკვე წლებია Wear OS პლატფორმის წარმატებისთვის ამაოდ იბრძვის. Fitbit-ის მოწყობილობები ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილობით და მაღალი ხარისხით, რაც Google-ისთვის მძლავრი ფუნდამენტი იქნება Android პლატფორმაში ინტეგრირებული ტარებადი მოწყობილობები გამოუშვას.