გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია Amazon სუპერმარკეტების ახალ ბრენდს, პროდუქტების მაღაზიათა ქსელს ქმნის. ქსელი Whole Foods-ისგან აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის იქნება.
როგორც Amazon-ის პრეს სპიკერი აცხადებს, ახალი ბრენდი ბაზარზე, 2020 წლის დასაწყიში გამოჩნდება. როგორც ირკვევა, კომპანია სუპერმარკეტების ქსელის პირველ მაღაზიას ლოს-ანჯელესში ხსნის. კადრების შერჩევა უკვე დაიწყო.