25 ნოემბრიდან ზუგდიდის ტექნოპარკში იწყება Fusion 360-ის ტრენინგი. ტრენინგს გაუძღვება ზუგდიდის ფაბლაბის სპეციალისტი შალვა მილორავა, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს 15 წლიდან. აღნიშნულ ტრეინინგზე დასწრება იქნება უფასო.

“Fusion 360 – ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან 3D პარამეტრული მოდელირების საწყისებს პროგრამაში Autodesk Fusion 360, რომელიც კომპლექსური დანიშნულებისაა და სხვადასხვა ტიპის მოდელირების, ანიმაციის, საინჟინრო სიმულაციის და ფოტორეალისტური რენდერის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული პროგრამა იდეალური ხელსაწყოა ფაბლაბებისთვის და ზოგადად მეიქერი საზოგადოებისთვის.” – ვკითხულობთ ზუგდიდი ტექნოპარკის გვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
http://bit.ly/2X9QNby

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here