Garage48, იმფაქთ ჰაბ თბილისთან და ესტონეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 2019 წლის 6-8 დეკემბერს მასპინძლობს 48 საათიან ჰაკათონს. ჰაკათონი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
“თუ გატაცებული ხარ მობილური აპლიკაციებით და პროგრამირებით, გაქვს იდეები, გინდა გამოცდილების გაზიარება, სწავლობ ან მუშაობ გრაფიკულ დიზაინში, მარკეტინგში, პროექტების მართვაში, ან ზოგადად გაინტერესებს მეწარმეობა, შემოგვიერთდი.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 27 ნოემბერია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/LeLYGbiMQUyAtZQp7

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here