უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობა გრძელდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამის გამოცხადება იგეგმება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here