FBI FACEAPP-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოძიების პირველი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით ოფიციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ FaceApp-ს კონტრდაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი. როგორც FBI აცხადებს, აპლიკაცია ამერიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და მთავრობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

FaceApp რამდენიმე თვის წინ შექმნილი აპლიკაციაა, რომელმაც პირველივე დღეებშივე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ატვირთულ ფოტოს აბერებს, ან სხვადასხვა ეფექტს ადებს მას.

როგორც FBI წერს, მსგავს სამსახურებთან კავშირი იკვეთება არამხოლოდ ამ კონკრეტული აპლიკაციის, არამედ რუსეთში შექმნილი სხვა აპლიკაციების შემთხვევაშიც.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here