სულ რამდენიმე ხნის წინ, კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ეფლის რუკაში ან ამინდის აპლიკაციაში ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლს ჩაწერთ, ეკრანზე დაეწერება: სიმფეროპოლი, ყირიმი, რუსეთი. შესაბამისად, ამიერიდან 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული. ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა და გამოხმაურება მოყვა უკრაინაში. ახლა კი უკრაინელებმა Anti-Apple ვიდეო რგოლიც გამოქვეყნეს: https://youtu.be/3ypHxzlCE5c

წინა სტატიაTBC-ის მომხმარებლები თანხას Apple Wallet-ით გაანაღდებენ
შემდეგი სტატიასულ ცოტა ხნის წინ FACEBOOK-დან თანამშრომლების მონაცემები მოიპარეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი