სიცოცხლის გადარჩენა უფრო მეტად ხდება Apple-ის ტექნიკის მნიშვნელოვანი ფუნქციონალი. არამგონია სადმე წაგეკითხათ სიახლე, როცა Galaxy Watch-მა წინასწარ გააფრთხილა მომხამრებელი რეალური ინფაქტის რისკის შესახებ ან თუნდაც ხმოვანმა ასისტენტმა Bixby-მ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, როცა Galaxy-ის მფლობელი ავარიაში მოხვდა. რა თქმა უნდა კუპერტინოში თავიდანვე არ ფიქრობდნენ, რომ მათი გაჯეტები მაშველების როლში ეხილათ, თუმცა ახლა მათ ამ მიმართულებით განვითარების გეგმაც აქვთ.
Apple-მა დაიწყო მუშაობა ავარიული შეტყობინების სისტემაზე iPhone-ებისთვის, რომელიც მობილური ქსელის სიგნალის არქონის შემთხვევაშიც გამოსადეგი იქნება და პატენტი უკვე გაგზავნილია შესაბამის სამთავრობო სტრუქტურაში. მომავალი სმარტფონები სავარაუდოდ სპეციალური შუქურით იქნება აღჭურვილი, რომელიც მაღალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიის წყალობით შეძლებენ SOS სიგნალის მაქსიმალურად შორ მანძილზე გადაცემას. შუქურა უნივერსალური იქნება და სიგნალს ის ყველა შესაძლო უკაბელო ინტერფეისით გადასცემს რაც მოწყობილობას აქვს.
“შუქურის მთავარი დანიშნულება იქნება გადასცეს SOS სიგნალი, რომელიც შეიცავს ლოკაციის შესახებ ინფორმაციას თუნდაც იქ სადაც არ არის მობილური ქსელის დაფარვის ზონა. ეს შეიძლება გამოგვადგეს ისეთ სიტუაციებში, როცა მომხამრებელი დაიკარგა ან მიიღო ტრავმა ლაშქრობისას. შუქურა გააგზავნის სიგნალს, რომლის მიღებაც სხვა ადამიანებს ან ანძებს შეუძლია გავრცელების ზონაში. ტრანსლაცია გაგრძელდება შეუზღუდავი დროით დიდ მანძილზე” – ნათქვამია პატენტის აღწერაში.
რა თქმა უნდა უწყვეტი სიგნალი საკმაო რესურსებს მოითხვს, რადგანაც თუნდაც Bluetooth LE ტექნოლოგია არ იქნება საკმარისი მისი გაგზავნისთვის. ამიტომაც Apple-ში მოიფიქრეს ავარიული ენერგიის დაზოგვის რეჟიმი. მომხმარებელი შეძლებს მის ჩართვას თუ მიხვდება, რომ მაშველები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ მის აღმოჩენას. ამ რეჟიმში ეკრანის განათება მინიმუმზე დავა რადგანაც ის სმარტფონში ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს.
რა თქმა უნდა გაუგებარია თუ როგორ შეძლებს სმარტფონი SOS სიგნალის გადაცემას. შესაბამისი სენსორების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, რადგანაც Ultra Wideband შეერთების მხარდაჭერა ყველა მოწყობილობას არა აქვს, რაც სერიოზულად ამცირებს აღმოჩენის შანსს. მეორე მხრივ სიგნალის გადაცემა ყველა ინტერფეისით ამ შანსს გაზრდის, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება ეს უკვე სხვა საკითხია.
თუ Apple რეალურად შეძლებს მსგავსი რამის განხორციელებას, ეს იქნება ნამდვილი წინსვლა. თუნდაც ახლა, როცა 5G ტექნოლოგია ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგიერთ ქვეყანაში, არსებობს ძალიან დიდი ტერიტორიები პლანეტაზე სადაც პირველი და მეორე თაობის ქსელებიც კი არ არსებობს. ამიტომაც ადამიანები, რომლებიც სალაშქროდ მიდიან ხშირად ხვდებიან ასეთ ზონებში და მათთვის ძალიან ძნელია საჭიროების შემთხვევაში SOS სიგნალის გაგზავნა, რომელზეც დროული რეაგირება შესაძლოა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყოს.