მარტივი და სწრაფი ინტერფეისი Facebook-ის დესკტოპ ვერსიისთვის საცდელ რეჟიმშია. Cnet-ის ცნობით, სოციალური ქსელის ახალი ინტერფეისის გამოცდის საშუალება, ჯერჯერობით, მხოლოდ მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობას აქვს. ახალ ინტერფეისს მარტივი, სწრაფი და მინიმალისტური დიზაინი აქვს. ფეისბუკის ამ განახლებას The New Facebook-ს უწოდებენ. როგორც ცნობილი ხდება, გლობალურად ეს განახლება ყველა ფეისბუქ მომხმარებლისთვის 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here