Microsoft-მა შექმნა ავტომატური სისტემა, რომელსაც ონლაინ მიმოწერებში პედოფილების ამოცნობა შეუძლია. მიმოწერისას გამოყენებული ლექსიკისა და სიტყვების პატერნების ანალიზის დახმარებით, სისტემა ადგენს, ახდენს თუ არა ერთი პირი მეორეზე ზემოქმედებასა და ზეწოლას. 
სისტემის საკუთარ ქსელში ინტეგრირება სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ან ონლაინ ჩატის მქონე ნებისმიერ ონლაინ რესურსს, უფასოდ შეუძლია. ეს კი, 2020 წლის 10 იანვრიდან იქნება შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Thorn-ის მხარდაჭერით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here