ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა დედაქალაქ პეკინში, შახაიში და სხვა ქალაქებში. ვირუსი პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას.

სულ ჩინეთში ვირუსით დაავადების 217 და გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ამ დროისათვის ვირუსით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გაფრთხილება და მოგზაურობაზე შეზღუდვის რეკომენდაცია არ გამოუცია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here