მოყვარულმა ფინელმა ასტრონომებმა ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, ჩრდილოეთის ნათების აქამდე უცნობი ფენომენი აღმოაჩინეს. პოლარული ციალის სრულიად ახალი სახეობა განსხვავებული მოყვანილობით გამოირჩევა, „დიუნების“ სახელით ცნობილი ეს კაშკაშა ტალღები ციალის არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, ამის საბაბი კი ატმოსფეროში ჟანგბადის ატომები გახლავთ, რომლებიც მზის ქართან ურთიერთქმედებენ და კაშკაშა ეფექტებს წარმოქმნიან.

მკვლევართა მოსაზრებით, ეს დიუნები ზედაპირიდან 100 კმ-ის სიმაღლეზე ჩნდება და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით ფინეთისა და შვედეთის სხვადასხვა ადგილიდანაა შესაძლებელი.

წინა სტატიაYES Georgia-მ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად დაფინანსება მიიღო
შემდეგი სტატია2020 წელს 117 ახალი ემოჯი დაემატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი