კონტენტზე გადასვლა
ევროპის კოსმოსური სააგენტო რუსულ “სოიუზებს” SpaceX-ის რაკეტებით ჩაანაცვლებს

ევროპის კოსმოსური სააგენტო რუსულ “სოიუზებს” SpaceX-ის რაკეტებით ჩაანაცვლებს

დავით მაჭახელიძე · 1 წთ საკითხავი

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკულ კერძო კოსმოსურ კომპანიასთან SpaceX. მხარეთა თანამშრომლობა ESA-ს საშუალებას მისცემს შეცვალოს რუსული სოიუზის რაკეტები Falcon 9-ით. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი ვერ აწვდის რაკეტა მატარებლებს ბევრ ქვეყანას მსოფლიოში.

ევროპული სააგენტო ასევე განიხილავს მისიების გაშვებას იაპონიიდან, ინდოეთიდან და ელონ მასკის კონკურენტი საფრანგეთის Arianespace-დან, განაცხადა ESA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა. მას სჯერა, რომ SpaceX-თან თანამშრომლობა უფრო ოპერატიული იქნება.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!