დღესდღეობით, მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ფენომენი შორეული კოსმოსიდან მომავალი რადიოსიგნალებია, რომლებიც სრულიად ქაოსურად, რიტმისა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე იგზავნება, ცხადია მათი გაშიფვრაც მკვლევრებისთვის, საოცარ სირთულესთან ასოცირდება.

გასულ დღეს, ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგეს კოსმოსიდან მომავალი რადიოსიგნალების ძიებისა და გაშიფვრის საქმეში, მათ FRB სიგნალები სახელად FRB 180916.J0158+65 აღმოაჩინეს, რომლებიც ყოველი 16.35-დღიანი ციკლით იგზავნება კოსმოსში. პირველი 4 დღის განმავლობაში სიგნალები ერთ საათიანი შუალედით ვრცელდება, დარჩენილი 12 დღე სრული სიჩუმე ისადგურებს, მე-16 დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება.

სწრაფი რადიოსიგნალები, იგივე FRB, შორეული კოსმოსიდან მომდინარე ხანმოკლე, მაგრამ ენერგიის მძლავრი პულსებია. პირველი ასეთი სიგნალი 2007 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ, ასტრონომებმა კიდევ მრავალი მათგანი დაიჭირეს. 16.35-დღიანი ციკლის აღმოჩენა მეცნიერებისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა, რადგან ახლა მათ შესაძლებლობა ეძლევათ დააკვირდნენ და სიღრმისეულად გამოიკვლიონ ამოუცნობი სიგნალები.

წინა სტატიასან-ფრანცისკოში „სილიკონ ველის“ კონფერენციას 10-მდე ქართული სტარტაპი დაესწრება
შემდეგი სტატიაანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი