Aqua პირველი იახტაა მსოფლიოში, რომელიც თხევად წყალბადზე მუშაობს. ამასთანავე ის არის პრემიუმ კლასის ხომალდი, რომელიც 112 მეტრი სიგრძისაა. ბილ გეითსი პირველია, რომელმაც აღნიშნული სიახლე შეუკვეთა.

იახტას 5 გემბანი აქვს და 14 სტუმრისა და 30-ზე მეტი ეკიპაჟის წევრს იტევს. იქნება აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სპა-ცენტრი, სრულყოფილი სამზარეულო და ვერტმფრენის პლატფორმა.

უმთავრესი სიახლე შიგნითა განთავსებული – 28 ტონიანი რეზერვუარი, რომელიც თხევადი წყალბადითააა გავსებული, რომელიც -253 გრადუსამდე გრილდება და კვებავს ორ ძრავას 4 მეგავატი ჯამური სიმძლავრით.

მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეითსი მასში $640 მილიონს გადაიხდის მისი წყალში ჩაშვება 2024 წლამდე ვერ მოხერხდება, რადგანაც წყალბადის საწვავის ტესტირებასა და თვითონ იახტის აწყობას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. კომპანია Aqua ამბობს, რომ იახტის სიჩქარე კონკურენტებს არ ჩამორჩება და მას შეეძლება 17 კვანძის განვითარება, ხოლო ერთი გამართვით 6 ათას კილომტრს გაცურავს.

როგორც ჩანს ბილ გეითსმა კი არ იყიდა იახტა, არამედ კომპანიის ინვესტორი გახდა, რითაც წყალბადის საწვავის პოპულარიზაციას ეცდება, რადგანაც ის უფრო ეკოლოგიურად სუფთაა ანალოგიურ გადაწყვეტილებებს შორის. ასევე ბილ გეითსი რჩება პლანეტის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here