სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ USAID-სა და თეთრი სახლის მიერ მართული ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივისგან (W-GDP) YES Georgia $840 000-ის დაფინანსებას მიიღებს და უკვე 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე.

დღეს კი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში შეისწავლით:

• მეწარმისთვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს;

• როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;

• “ბიზნეს მოდელის ტილოს” შექმნას;

• ბიზნეს პროექტის წერას;

• ფინანსურ დაგეგმარებას.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here