Google-ის, Microsoft-ისა და სხვა კომპანიების დისტანციური მუშაობის აპლიკაციები უფასო ხდება.

Mircorosft-მა კორონავირუსის გამო თავისი აპლიკაციის, Teams-ის პრემიუმ ვერსიის უფასო ვარიანტის გაზიარება დაიწყო. მაიკროსოფტის თქმით, პროგრამის პრემიუმ ვერსია უფასოდ 6 თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
გუგლი G Suite-სა და G Suite for Education-ის ყველა მომხმარებელს Hangouts Meet-ის სრულ ვერსიას უფასოდ აწვდის. სრული ვერსია 1 ივლისამდე იქნება ხელმისაწვდომი. ცისკო Webex-ის უფასო ვერსიას გვთავაზობს. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ვიდეო კონფერენციებისა თუ სხვა ჯგუფური სამუშაოების შესრულებას გაგიადვილებთ.
აღნიშნული აპლიკაცია უფასოდ ხელმისაწვდომი 90 დღის განმავლობაში იქნება.

წინა სტატიარემდესივირი შესაძლოა, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოდგეს
შემდეგი სტატიატესლამ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი