მსოფლიოში კორონავირუსის მძვინვარების გამო, ადამიანები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, Netflix-ის ახალი გაფართოება – Netflix Party, მრავალ მომხმარებელს საშუალებას აძლევს საყვარელ შოუს ერთად უყურონ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სასურველ შოუს ან ფილმს შეარჩევს, მას შეუძლია ბმული მეგობარს გაუგზავნოს. მოწვეულ პირებს ასევე უნდა ჰქონდეთ Netflix Party-ის გაფართოება საკუთარ ბრაუზერებში.