ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Vendoo.ge-ს და თიბისი ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ.

გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.

ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, ვებგანთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.

წინა სტატიაგაფართოება – Netflix Party და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
შემდეგი სტატიაApple-მა საზოგადოებას ახალი თაობის ტაბლეტი წარუდგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი