„აწარმოე საქართველოში“ წარმოების ლოკალიზაციის მიზნით გადაეწყობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვაქვს მიღებული დავალება მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცველი წარმოება. დღეს აქცენტს გავაკეთებთ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების და პროგრამების ჩამონათვალს ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს.” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

წინა სტატიაახალი ტესტი კორონავირუსის დასადგენად მზადაა
შემდეგი სტატიავრცელდება თაღლითური შეტყობინებები WhatsApp-ის შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი