Under The Breach-ის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე შაბათს (28 მარტი, 2020) საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. აღნიშნულ ფაილში მოცემულია ქართველი ამომრჩევლების პირადი მონაცემები, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების.

მომხმარებელი, რომელმაც ჰაკერულ ფორუმზე მონაცემთა ბაზა ატვირთა, ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან voters.cec.gov.ge მოიპოვა.

Under The Breach-ის ვარაუდით, აღნიშნული მონაცემები 2011 წელს არის მოპოვებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

წინა სტატიასპარკის ექსპერტები ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ მსურველებს
შემდეგი სტატიაApple-მა ვიდეო-აუდიო პროგრამა დროებით უფასო გახადა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი