კონტენტზე გადასვლა
უფასო აპლიკაციები თვითიზოლაციის დროს

უფასო აპლიკაციები თვითიზოლაციის დროს

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

დაუგეგმავად თვითიზოლაციაში მოხვედრის შემდეგ ბევრ ჩვენგანს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ამ დროის პროდუქტიულად და საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ:

Nike+ Training Club (Android და iOS) – აპლიკაცია უფასოდ გვთავაზობს Nike-ის მწვრთნელების მიერ ამერიკის სპორტისა და მედიცინის კოლეჯის რეკომენდაციების შესაბამისად შედგენილ 100-ზე მეტ ვარჯიშს.

Feedly (Android და iOS) – ეს აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას თქვენთვის სანდო ინფორმაციის წყაროებს ერთ, ძალიან მოსახერხებელ სივრცეში მოუყაროთ თავი.

Saba reader (Android და iOS) – თუ წიგნების კითხვა და ახალი ნაწარმოებების აღმოჩენა გიყვართ, საბა რამდენიმე ხნის განმავლობაში ათობით უფასო წიგნს გთავაზობთ.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!