ევროკავშირის ფინანსური მხარდამჭერი (EU4Youth-SEED) პროგრამის ფარგლებში CENN-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების Green Lane NGO (სომხეთი)და კახეთის რეგიონალური განვითერების ფონდის (KRDF) მიერ ხორციელდება პროგრამა, რომელსაც „საწზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისათვის“ (EU4Youth-SEED) ეწოდება. იგი ახალგაზრდა მომავალი მწვანე მეწარმეების მოძიებას, მათში ინოვაციური პოტენციალის აღმოჩენას, ხელშეწყობას და ახალი იდეების განხორციელებას ეხება .

 საქართველოში სოციალური მეწარმეობის არსზე ინოვაციური მეწარმეობის სფეროში ჩართვის გზებზე და არსებულ მდომარეობაზე, SEED პროგრამის შესაბამისად ტარდება ვებინარული კვირეული, რომელსაც 5 აპრილს 14 საათზე გახსნის  და ისაუბრებს საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ციფრული ინოვაციების მენეჯერი გიორგი კინწურაშვილი.

6 ,7 და 15 აპრილს 14 საათზე ვებინარებს შესაბამისად გიგა ჩიტიშვილი, ეკა ასათიანი და დავით  ჩეჩელაშვილი ჩაატარებენ.

ვებინარებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CENN-ის Facebook-ის გვერდს.

წინა სტატია3D „ვიზორ“ – ინოვაციური სიახლე სტუდენტებისგან
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა Start მენიუს რედიზაინი გვაჩვენა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი