პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სტატია არ ემსახურება არც ერთი მოძღვრების ან საზოგადოებრივი მიმდინარეობის დისკრედიტაციას, გამოხატული აზრი არის მხოლოდ სამოხმარებლო დონეზე განხილვისთვის და არ აქვს პრეტენზია სამეცნიერო კატეგორიაში, შესაძლოა გარკვეული უზუსტობები ქიმიისა და ბიოლოგიის ღრმა ასპექტებში, რაც დასაშვებია და მისაღებია პოპულარული ენით და ყველასთვის მეტ-ნაკლებად გასაგებად სათქმელის ჩამოყალიბებისათვის

რა ხდება მაშინ, როცა ვცდილობთ ზედმეტად გავაძლიეროთ იმუნიტეტი, დავასტიმულიროთ სისხლის წამოება ან ვიკვებოთ იმით, რაც “წერია სპეციფიკაციებში”? რატომ არ არის საყოველთაოდ მღებული პრინციპი “ბევრი = უკეთესს” სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

მოვუაროთ შორიდან

მოდით დავიწყოთ ჩვენთვის ცნობილი ობიექტით. საკვები. აქ ყველაფერი საკმაოდ გასაგებია და არანაირი ფორმულა “ბევრი = უკეთესს” არ გამოგვადგება. თუ ცოტას შევჭამთ ძალიან კაგრად ვიცით თუ რაც მოხდება. ხოლო ბევრის ჭამის შემთხვეაში წმინდა წერილებშიც კი ნათქვამია, რომ მუცელღმერთობა არ არის ლეთილგონივრული საქციელი.

ახლო მოდით უფრო ღრმად შევხედოთ ცილებს ცხიმებს და ნახშირწყლებს. არის შემთხვევები, როცა საკვებში ზოგიერთი ელემენტის სიმდიდრე მიუთითებს მის სარგებელზე. არსებობს უამრავი დიეტა აღნიშნული კომპონენტების სხვა და სხვა შეფარდებით. თუმცა ორგანიზმის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ოპტიმალური დატვირთვის გამოსათვლელად დიეტების დიდი ნაწილი არ გამოდგება.

ნახშირწყლები

აქ ყველაფერი მარტივადაა: მას ენერგეტიკული ფუნქციონალი აქვს და არანაირი მაგია აქ არ არის. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ მიირთმევთ ტკბილეულს, თქვენ მაინც მოიხმართ ნახშირწყლებს, რადგანაც ისინი თითქმის ყველაფერშია. რა თქმა უნდა შეიძლება საერთოდ ამოიღოთ ეს კომპონენტი რაციონიდან და შეცვალოთ სხვა ენერგიის წყაროთი, როგორიცაა ცხიმები, მაგრამ ეს საკმაოდ სპეციფირურია და არ განეკუთვნება განსახილველ თემას. ზედმეტი ნახირწყლების მიღების შემთხვაში შეიძლება მივიდეთ ინსულინთად დაკავშირებულ პრობლემებამდეც კი. მოკლედ, რომ ვთვათ ტკბილეულის ზედმეტი მოხმარება დიაბეტის განვითარების საწინდარია და აქაც განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი.

ცხიმები

ეს უფრო საინტერესო თემაა, რადგანაც მათი ორი სახეობა არსებობს: ცხოველური და მცენარეული. ცხოველურ ცხიმებს მხოლოდ ენერგეტიკურლი ფუნქცია აქვთ, ხოლო მცენარეული ცხიმებით იგება ორგანიზმის უჯრედების მემბრანები და რა თქმა უნდა ენერგეტიკული ფუნქციონალიც არ უნდა გამოგვრჩეს.

მოდით თავიდან უკიდურესობებს შევეხოთ. ცხიმების გარეშე არსებობა შეუძლებელია. თუ ძალიან ბევრ ცხიმებს მოვიხმართ მაშინ ნივთიერებათა ცვლის მოშლას მივიღებთ, რადგანაც ცხიმები სხვა ისეთი სასარგებლო ნივთირებების ათვისებას უშლის ხელს როგორიცაა: ცილები, მიკროელემენტები, ვიტამინები და ა. შ.

შემდგომში უნდა აღვნიშნოთ, რომ არ შეიძლება მივიღოთ სტანდარტული ფორმულა “1 კილოგრამ მასაზე 1 გრამი ცხიმი”, საჭიროა ასევე გამოვიცნოთ მცენარეული და ცხოველური შემადგენლის პროპორცია. ზოგადად მიღებულია 50/50-ზე. ბალანსის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გაგიუხეშდეთ კანი, დაგეწყოთ ნერვული აშლილობა, თვალების სიმშრალე და ა. შ. სერთო ჯამში, თუ არ გყოფნით საშენი მასალა, დაირღვევა ორგანიზმის ნებისმიერი კომპონენტების ფუნქციონალი.

ცილები

ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია. მათ გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია დამიანის ორგანიზმი, თუმცა მათი გადაჭარბებული რაოდენობა, რომ მავნეა ერთი შეხედვით არ ჩანს. ჩვენს ორგანიზმს საერთოდ არ შეუძლია ცილების მომარაგება და რასაც მივირთმევთ ყველაფერი “იმწუთასვე” უნდა მოვიხმაროთ მშენებლობისთვის ან დავწვათ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). რას ნიშნავს მშენებლობა? ამ პროცესში ხდება უჯრედების აღდგენა, ახალი უჯრედების შექმნა, ფერმენტების და ჰორმონების გამომუშავება. აი დაწვის პროცესში კი პრობლემები წარმოიქმნება.

ცილებში არის აზოტი, რომელიც წვის პროცესში უნდა გამოიდევნოს, რადგანაც ის საერთოდ არ არის სასარგებლო. აზოტის გამოდევნაზე პასუხისმგებელია შარდოვანა. თუ ზედმეტი ცილები დაგროვდა დატვირთვა იზრდება თირკმლებზე, რომელსაც ევალება ნარჩენების გამოტანა ორგანიზმიდან. თუ თირკმლები სუსტია ან დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ცილების მაღალი რაოდენობით ამან შესაძლოა სერიოზულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს.

როგორც ირკვევა ცილების გადამუშავება უფრო რთული პროცესია ვიდრე ცხიმების, რადგანაც ისინი არა 2-სახეობის, არამედ 26 სახეობისაა და მათ შორის 8 უნიკალურია და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ანუ ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია მათი შექმნა და ასევე ვერ ჩაანაცვლებს მათ, ამიტომაც გარემოდან უნდა მიიღოს ისნი. გამომდინარე იქიდან, რომ მომარაგება არ შეგვიძლია, უნდა ვიზრუნოთ მათ რეგულარულ მიღებაზე. სახეობების სიმრავლიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანია პროპორციების სწორი შერჩვა. თუ არასწორი ფარდობით მივიღებთ, “მოშიმშილე” ორგანოებს შეექმნება პრობლემები, ხოლო ზედმეტობის შემთხვევაში მათი უტილიზაცია უნდა მოვახდინოთ, რასაც გარკვეულ ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გარემოში არსებულ წყაროებში პროპორციები განსხვავდება ჩვენთვის საჭირო ფორმულისგან, რადგანაც მცენარეებს განსხვავებული ბიოლოგია აქვთ ვიდრე ცხოველებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანს შეუძლია იცოცხლოს ერთი თირკმლის მეოთხედი ნაწილითაც, ამიტომაც არიან ცხოველური საკვების მოწინააღმეგეები ცოცხლები და ჯანმრთელები, მაგრამ მათ თირკმლებზე დატვირთვა შედარებით მეტია.

ვიტამინები

აქ მთელი ზოოპარკი გვაქვს წარმოდგენილი. ვიტამინები არის ნივთიერებების ჯგუფი, რომელთა სინთეზირებაც ორგანიზმის შიგნით შეუძლებელია და მათი მიღება გარე სამყაროდან ხდება. ვიტამინებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი თეორია, ჭორი და ინსინუაცია არსებობს. ვიტამინების უკმარისობისა და ავიტამინოზის შესახებ ალბათ ყველას სმენია, რადგანაც მედია საშუალებები ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. არ არის გასაკვირი თუ რატომ გარბის ყველა და რატომ იღებს ვიტამინებს განუსაღვრელი რაოდენობით ნებისმიერი სულელური მიზეზით. პრობლემა იმაშია, რომ ავიტამინოზიდან ჰიპერვიტამინოზამდე სულ რარაც ერთი ნაბიჯია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიტამინების ზედოზირების შემთხვევაში მათი ზემოქმედება უარყოფითია და გაცილებით უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო.

მაგალითისთვის, ყველასთვის საყვარელი C ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იმუნიტეტს აქვეითებს, კანის და თმის საფარს აზიანებს, ქსოვილების რეგენერაციას ანელებს, სისხლ-ძარღვებს ასუსტებს და ა.შ. ზედმეტობის შემთხვევაში კანის პრობლემებს, ფხანას, გაწითლებას, სისხლის შედედების პრობლეას, არტერიულ წნევას და ნივთიერებათ ცვლის მოშლას იწვევს.

D ვიტამინი უფრო მაგარია. უმთავრესათ ის პასუხ აგებს საჭმლის მონელების ნაწილზე და კალციუმისა და ფოსფორის ათვისებაზე. უკამრისობის შმთხვევაში: ძვლების სისუსტის გარდა ზრდის დიაბეტის რისკს, “გვეხმარება” წონაში მოვიმატოთ, იწვევს ონკოლოგიურ და ნაწლავებთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს. ჭარბი დოზით: იწვევს საჭმლი მონელების მწვავე პრობლემებს, მადის დაკარგვას, სისუსტეს და თირკმლებში, გულში და ფილტვებში კალციუმის დაგროვებას.

მსგავსი სცენარი მეორდება ყველა ვიტამინთან მიმართებაში. შეგიძლიათ გახსნათ ვიკიპედია და შეადაროთ სიმპტომები ავიტამინოზის და ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში.

არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ორგანიზმი უფრო ადაპტირებულია მცირე უკმარისობის მიმართ ვიდრე ჭარბ რაოდენობასთან, ასე რომ ჩვენი სახეობის მთელი არსებობის მანძილზე ვიკვებებოდით იმით რაც ხელმისაწვდომი იყო და არანაირ ბალანსირებულ კვებაზე საუბარიც კი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. ასევე შესაძლებელია, რომ აღნიშნული ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად გვაქვს შესძლებლობა გადავრჩეთ მონოდიეტის პირობებშიც კი. მაგალითისთვის, მთელი ერთი კვირის განმავლობაში შეგვიძლია მხოლოდ სტაფილოთი ვიკვებოთ, მაგრამ არანაირად არ არის ეს თვითონ სტაფილოს დამსახურება. ეს მხოლოდ ჩვენი ორგანიზმის ევოლუციის დამსახურებაა ათეულობით ათასი წლის განმავლობაში, როცა უწევდა ნებისმიერ პირობებში გადარჩენისთვის ბრძოლა.

ანტიდეპრესანტები

ლირიული გადახვევა კვების საკითხებიდან. ქვემოთ მოყვანილი დიდად არ უკავშირდება მთავარ თემას, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან საინტერესოა.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ გემოვნების საკითხი თანამედროვე ადამიანს არ შეუქმნია და ის ევოლუციის პროცეში წარმოიქმნა. ორგანიზმში არის მთელი რიგი სისტემები, რომლებიც დადებით ემოციების სახით კვებისგან სიამოვნებას გვანიჭებს.

პირველ რიგში დგას ჩვენი გემოვნების რეცეპტორები, რომლებიც მთავარი საკვები ნივთირებების აღქმაზეა მორგებული. ტკბილეული ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენს წინაპრებს მუდმივად ენერგიის უკმარისობა აწუხებდათ. ჩვენს ორგანიზმს არ აქვს კალორიების მოხმარების რეგულატორი, რადგანაც ათასწლეულების მანძილზე მისი ნაკლებობა უფრო აწუხებდა.

მეორე, ცილებზე პასუხისმგებლობას რეცეპტორების ცალკე ჯგუფი იღებს თავის თავზე. სწორეთ ის გლუტამატი, რომელიც არის გლუტამინის მჟავის მარილია – ყველაზე გავრცელებული ამინომჟავა, რომელიც ყველა ცილის შემადგენლობაში შედის. ლოგიკურია, რომ რაღაც მომენტში ევოლუციამ შეცდომა არ დაუშვა და შექმნა ერთი რეცეპტორი, რომელიც ნებისმიერ ცილოვან საკვებს აღიქვამს, რაც სახეობის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით ჩინურმა სამზარეულომ ეს ტექნიკა აიღო საფუძვლად, როცა “უმამი” სოუსებს ქმნიდა, რადგანაც იღებ თუ არა ცილას, ეგრევე გრძნობ, რომ ბედნიერება გიახლოვდება.

სიმწარის რეცეპტორები განსხვავებული თემაა, რადგანაც მათი დანიშნულება უვარგისი საკვებისგან დაცვაა და ჩვეულებრივ ნებისმიერი შხამი მწარეა. ასევე აღსანიშანვია ისიც, რომ ნებისმიერი მძლავრი მწარე გამო აღვიძებს და აძლიერებს იმუნიტეტს, რადგანაც ორგანიზმი თვლის, რომ მოკლე დროში მოუწევს მავნე ნივთიერებებთან ბრძოლა, რისთვისაც მზადებას წინასწარ იწყებს.

ვიტამინების აღქმა ორგანიზმისთვის შეუძლებელი ამოცანაა. ერთადერთი ადეკვატური ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ისტორიულად ვიკვებებით იმით რაც გვაქვს, ამიტომაც საკვების მრავალფეროვენბამ შეუძლებელი გახადა უამრავი ნივთირების და მათი ნაერთების აღქმისთვის ცალკეული რეცეპტორების გამომუშავება.

ჩვენში არქიტექტურის დონეზეა ჩადებული ლტოლვა გემრიელი საკვების მიმართ და თუ მას აუჩქარებლად მივიღებთ სერთდორულად ორი კურდღლის დაჭერაა შესაძლებელი. პრიველი – გავძღებით დროულად და ზედმეტი არ მოგვივა. მეორე – დადებითი უკუკავშირის სისტემა საკმაოდ ნელა ირთვება, ამიტომაც აუჩქარებლად კვებისას ხასიათი გაცილებით უმჯობესდება, პრობლემები მცირდება და ცხოვრებაც უფრო ბედნიერი ხდება. ანუ არსებობს ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, რომელსაც დღეში სამჯერ ვიღებთ. ასე რომ თუ ვიჩქაქრებთ და ჩავიყრით საკვებს, ვერ მივიღებთ სიამოვნებას, რადაგანაც ტვინი ვერ მოასწრებს რეაგირებას.

აქედან გამომდინარე ყალიბდება საინტერესო თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანს ჭირდება პოზიტივის გარკვეული მოცულობა და მისი მიღება ბევრი სხვა და სხვა მეთოდითაა შესაძლებელი. შეიძლება კარგად ვიკვებოთ, სპორტით დავკავდეთ, ჩავეხუტოთ ჩვენს მეორე ნახევარს ან დავიკიდოთ ზემოთ აღწერილი და უკარისობა ალოკჰოლით, ნიკოტინით და სხვა სტიმულატორებით შევივსოთ. საერთო ჯამში “პოზიტივის” მოცულობა ერთნაირი იქნება, ხოლო სხვა ზემოქმედებები სერიოზულ ზიანს მოგიტანთ. სწორედ საკვებით მიღებული სიამოვნების ფორმულაში იმალება სტრესის დროს გადამეტებული ღორმუცელობის საიდუმლოც.

სისხლის წარმოება

დავუბრუნდეთ უკიდურესობებს და ორგანიზმის შიგნით გადავინაცვლოთ, რაც უფრო დაგვაახლოებს სტატიის თემასთან. დავიწყოთ სისხლით და იმით, რომ აქაც ბევრი არ ნიშნავს უკეთესს.

ანემია ალბათ ყველასთვის ცნობილი ტერმინია. ამ დროს ორგანიზმში ცოტაა ერითროციტები და დაბალია ჰემოგლობინი. შედეგად ჟანგბადი ცუდა მიეწოდება ორგანოებს და ჰიპოქსია ვითარდება რაც გამოიხატება სწრაფ დაღლაში, თავის ტკივიშლი, ყურებში ხმაურში და სხვა სიმტპომებით.

მეორე მხრივ, თუ ერითროციტები და ჰემოგლობინი ზედმეტია ამ დროს ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რადგანაც ყველა ორგანოს მიეწოდება საკვები და ცოტა მარაგიც კი გვაქვს. რა თქმა უნდა ეს ასეცაა სანამ არ მიაღწევს გარკვეულ ზღვარს. ყველა პრეპარატი, რომელიც ჰემოგლობინს ამაღლებს სპორტში დოპინგად არის აღიარებული. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ერითროპოეტინი, რომის ავტორის 2019 წელს ნობელის პრემიის მფლობელი გახდა.

თუ გავაგრძელებთ სისხლში ერითროციტების რაოდენობის გაზრდას მივიღებთ ერითროციტოზს, რაც არ ისე სახარბიელოა. ერითროციტები ერთმანეთს მიეკრობა და სისხლის გასქელებას გამოიწვევს. ჟელე ძალიან ძნელად მოძრაობს სისხლძარღვებში და გულისთვის მისი გადაქაჩვა ექსტრემალური ვარჯიში გამოდის, რაც ძალიან არასასურველი შედეგია.

ასე რომ ჰემატოგენების და ბად-ების გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო, თუმცა უფრო მარტივია მიიღოთ წითელი ხორცი წიწიბურასთან ერთად.

ენდოკრინული სისტემა

ყველაზე მარტივი იქნება განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი ფარისებური ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს იოდის შემცველ ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმის ყველა უჯრედს ჭირდება. მათი ზემოქმედება მრავალფეროვანია და ორგანიზმის ზრდაზე და განვითარებაზე მეტაბოლიზმის მართვით. ჰორმონები ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ფსიქიკური აქტივობისთვისაც.

ჰორმონების ნაკლებობის შემთხვევაში თქვენ მოდუნებული და უსიცოცხლო იქნებით. არ გექნებად მადა, ცხოვრება მოგეჩვენებათ უინტერესოდ და ამ პრობლების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში თმებიც კი შეიძლება გაგცვივდეთ.

ჭარბი ჰორმონები კი ტირეოტოქიკოზს იწვევს, რაც სითბოს რეგულაციას და მეტაბოლიზმს მოგიშლით. გაიზრდება მგრძნობელობა დოპამინზე და ადრენალინზე და ეს არაჯანსაღი ფორმებით მოხდება: დაგეკარგებათ ყურადღების კონცენტრაცია და შფოთვა ნებისმიერი მცირე მიზეზით, თუმცა უსაიამოვნებები ამით არ შემოიფარგლება.

ასე, რომ არ მიიღოთ იოდი კოვზით და დაიცავით ნორმა, რომელიც “სპეციფიკაციაშია” მითითებული. სუკეთესო გამოსავალია სზვის პროდუქტების და წყალმცენარეებსი რეგულარული მიღება.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ნერვულ სისტემაში სერთოდ ყველაფერი პოლარიზებულია. თუ ტვინის საერთო აქტივობა თითქმის ნულოვანია, მაშინ თქვენ კომაში იმყოფებით ან აკვირდებით გვამის ენცეფალოგრამას. თუ თვენი ტვინის გარვეკული ნაწილი ზედმეტად აქტიურია, მაშინ რა თქმა უნდა ეპილეფსიის შეტევასთან გვაქვს საქმე.

სერიოზულ შემთხვევებში ნეირონები იმდენად მძლავრად მოქმედებენ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით იწვებიან, როგორც ნათურები. მათ უმთავრდებათ ენერგიის მარაგი იმპულსების წარმოსაქმნელად ან ხურდებიან იმდენად, რომ მის შემადგენელი ცილები იშლებიან. ამიტომაც ნეიროსტიმულატორები არ არის ყველაზე უსაფრთხო საშუალებები.

ძალიან საინტერესოა დოპამინის ქვესისტემა, რომელიც მოძრაობის ცენტრების მოქმედებას უზრუნველყოფს და ამავდროულად პასუხისმგებელია დასწავლაზე, სიახელზე, აბსტრაქტურლ აზროვნებაზე და სიამოვნებაზე. თუ მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ნაკლებად იყენებდა დაპანისის ქვესისტემას: არ იყო ფიზიკურად აქტიური, არ სწავლობდა, არ გაუმართლა გარემო პირობებში მას დიდი შანსი აქვს პარკინსონის დაავადება დაემართოს. თუ მთელი ცხოვრება პარკინსონის შიშით ჰიპერაქტიურები ვიქნებით შეიძლება კარებთან შიზოფრენიამაც კი მოგვიკაკუნოს. ორივე დაავადება უკიდურესი შემთხვევაა დოპამინის სიტემის ფუნქციონირებასთან კავშირში და მკითხველების უმრავლესობა სადღაც შუაში იმყოფება, რადგანაც სამყაროში სხვა ვარიანტი არ არსeბობს.

ამფეტამინის ტიპის ფსიქოტროპიული ნივთიერებები მძლავრად ზემოქმედებენ დოპამინის სისტემაზე და საგრძნობად გადააქვთ ცნობიერება შიზოფრენიის მიმართულებით. ერთის მხრივ ამფეტამინით იკურნება დოპამინის სისტემის დეგენერატიული დააავადებები, ხოლო მეორე მხრივ თუ ყველაფერი რიგზეა და მაინც მიიღებთ მას შესაძლოა შიოფრენიაც გეწვიოთ.

იმუნიტეტი

და როგორც იქნა მივედით სლოგანთან “გაიძლიერეთ იმუნიტეტი!”, რომელიც ყველა კუთხიდან გვესმის, განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში – ეს ძალიან სასაცილო იქნებოდა, თომ არა პირიქით. მარკეტოლოგები დიდ წარმატებებს აღევენ ამ აზრის შთაგონების საქმეში. მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის რეალობასთან. მოკლედ რომ ვთქვათ: თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ და თქვენი ასაკი ორნიშნაა და კითხულობთ ამ სტრიქონებს, მაშინ თქვენს იმუნიტეტს თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვს.

მიმდინარე მომენტისთვის ყველაზე მოქმედი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად არის:

  • რეგულარული და დაბალანსებული კვება
  • სტაბილური დღის რეჟიმი და საკმარისი ძილი
  • არანაირი გადაღლა და მძლავრი ემოციები სამყაროს ბედ-იღბალთან დაკავშირებით
  • მსუბუქი სტრესი

იმუნიტეტი ძალიან რთული რამეა იმისთვის, რომ წამოვარტყათ და დავასტიმულიროთ. მას ძალიან ბევრი მუშაობის მექანიზმი აქვს, ის ბევრი კომპონენტისგან შედგება და აქვს მთელს ორგანიზმზე უსერიოზულესი ზეგავლენა. არ არსებობს ერთი “ღილაკი” რომლის საშუალებითაც მისი მართვაა შესაძლებელი.

გამონაკლისი შემთხვევები არის იმუნიტეტის მოშლის მძიმე ფორმები, რომელთა განხილვას აქ აზრი არ აქვს.

იმუნიტეტსაც აქვს შესანიშნავი უკიდურესობები. ერთის მხრივ ეს არის იმუნოდეფიციტი, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ჰიპების კომუნას, სადაც ყველას ყვეალფერი ფეხებზე კიდია და ვერც კი გაიგებთ როგორ შემოგეპარებათ თითქმის ყველა ორგანოს სიმსივნე. მეორე მხრივ ზედმეტად სტიმულირებული იმუნიტეტისგან შეიძლება მივიღოთ აუტოიმუნური დაავადებების ბუკეტი, თანაც მოსახლეობის დიდ ნაწილში. ეს ის შემთხვევაა, როცა იმუნიტეტი თვლის, რომ გარშემო მხოლოდ მტრებია და თავის მომხრეებსაც შეუტევს. პირველი მტერი ჯირკვლები იქნება, მაგალითად ზემოთ ხსენებული ფარისებური ჯირკვალი, რომელსაც სტიმულაციის გარეშეც კი უტევს ხოლმე იმუნიტეტი ასაკოვან პაციენტებში, ხოლო შემეგში შეიძლება სხვა დანარჩენსაც კი გადასწვდეს.

უფრო მარტივად, რომ ვთქვათ იმუნიტეტის სტიმულირება საჭირო არ არის, უბრალოდ ხელი არ უნდა შევუშალოთ მას მუშაობაში. პრობლემა იმაშია, რომ მსი მუშაობას შეეშელბა თუ არა ხელი თქვენი გადასაწყვეტია.

დასკვნა

ჩვენი ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა, ამიტომაც არ არის საჭირო გარკვეული ქვესისტემების სტიმულირება ამის მკაფიო საჭიროების გარეშე. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა ზეგავლენა ექნება ამას, ამიტომაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ის რომ არ შევუშალოთ ორგანიზმის მუშაობას ხელი.

წინა სტატიაMi Display 1A – ხელმისაწვდომი ეკრანი სახლისთვის და ოფისისთვის
შემდეგი სტატიაApple Music და App Store-ის სერვისების მხარდაჭერა საქართველოშიც გააქტიურდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი