თანამედროვე სისტემური ბლოკი არ არის სავალდებულო მაგიდის ქვეშ მოთავსებული დიდი ყუთი იყოს. სრულფუნქციური საოფისე მანქანა შესაძლებელია ხელის გულზეც კი დაგეტიოთ. საუბარი არ არის სმარტფონზე, რომელიც მონიტორს შეგვიძლია მივუერთოთ, არამედ კომპანია Chuwi-ს ახალ პროდუქტზე, რომელსაც Intel-ის პროცესორი და 4K ვიდეოს მხარდაჭერა აქვს.

მინიატურული კორპუსის ზომა 61 x 61 x 43 მილიმეტრია, რომელშიც მათ სრულფასოვანი კომპიუტერის მაკომპლექტებლებია ჩატეული და სრულიად საკმარისია საოფისე ამოცანების შესასრულებლად. ასეთი სისტემური ბლოკის წონა ზოგიერთ სმარტფონზე ნაკლებია და 127 გრამს შეადგენს. სტანდარტული VESA სამაგრის საშუალებით მისი მიმაგრება მონიტორის უკანა პანელზეც არის შესაძლებელი.

ულტრაკომპაქტური ნეტტოპი აწყობილია ოთხ-ბირთვიანი Intel Celeron N4100-ის ბაზაზე, რომელსაც მაქსიმალური ტაქტური სიხშირე 2,4 გიგაჰერცი აქვს. ჩაშენებული გრაფიკა Intel UHD 600-ია, ხოლო პპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტია და LPDDR4 სტანდარტს შეესაბამება. საოპერაციო სისტემისა და ფაილების საცავად გამოყენებულია ჩაშენებული SSD, რომლის ზომას 128 გიგაბაიტია. საცავის გაფართოვება MicroSD ბარათით არის შესაძლებელი.

მიუხედავად “სათამაშო” გაბარიტებისა, კორპუსზე განთავსებულია ორი USB Type-A, ერთი USB Type-C, HDMI და 3.5 მილიმეტრიანი აუდიო პორტი ყუსასმენებისთვის. პერიფერიული მოწყობილობების მიერთება შესაძლებელია ასევე Bluetooth 5.0 პროტოკოლითაც. LarkBox-ის კიდევ ერთი თავისებურებაა გაგრილების აქტიური სისტემა. მწარმოებლის განცხადებით ვენტილატური მინიმალურ ხმაურს წარმოქმნის და ეფექტურად გამოდევნის სითბოს კორპუსიდან.

წინა სტატიაMicrosoft 365 – პირადი და ოჯახისთვის
შემდეგი სტატიაეს დრონები კორონავირუსით ინფიცირებულებს ამოიცნობენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი