აშშ-ს მასაჩუსეტსის საავადმყოფო Brigham and women`s-ის ექიმებმა  COVID-19-თან საბრძოლველად Boston Dynamics-ის ცნობილი ძაღლისებური რობოტი Spot-ის გამოყენება დაიწყეს. ბოსტონ დაინამიქსმა Spot-ის შესაძლებლობები საავადმყოფოს საჭიროებებს მოარგეს, რობოტზე სპეციალური ეკრანი დაამაგრეს და შესაბამისი გადამცემი სისტემით აღჭურვეს. ის ექიმებისა და პაციენტების დისტანციური ურთიერთობების საშუალებას იძლევა, რითიც ექიმების დაინფიცირების შანსი მცირდება.  Boston Dynamics განაგრძობს რობოტის სრულყოფას, რათა Spot-მა მომავალში დისტანციურად სიცხის და პულისის გაზომვა, რესპირაციულ მდგომარეობაზე ინფორმაციის მოპოვება და ჟანგბადის სატურაციაზე დაკვირვება შეძლოს.რობოტი მოქნილად გადაადგილდება, შეუძლია კიბეზე ასვლა, კარის გაღება და დაბრკოლებისთვის თავის არიდება.

წინა სტატიადიდ ბრიტანეთში კორონა ვირუსის ვაქცინის კვლევავში 400 ადამიანი მონაწილეობს
შემდეგი სტატია29-31 მაისს საქართველოში ტექნოლოგიურ ონლაინ კონფერენცია Tech Touch გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი