კომპანია მოზილა-მ გაუშვა სერვისი Mozilla VPN, რომელიც საშუალებას მოგცემთ 5-მდე მოწყობილობა ამუშაოთ VPN-ის გავლით 4.99$ საფასურის გადახდის სანაცვლოდ. Mozilla VPN გახსნილია მხოლოდ ა.შ.შ-ს, ბრიტანეთის, კანადის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის და მალაიზიის ტერიტორიაზე მყოფი მომხმარებლებისათვის. აპლიკაცია ხელმისაწვდომია Windows, Android და iOS სისტემებზე, ხოლო ლინუქსისა და macOS-ის მხარდაჭერა მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. სერვისი შეერთებას WireGuard პროტოკოლით ახორციელებს.
სერვისის მუშაობას შვედური VPN პროვაიდერის Mullvad-ის 280-მდე სერვერი უზრუნველყოფს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. Mullvad-მა აიღო ვალდებულება გაითვალისწინოს მოზილას რეკომენდაციები კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებში და გვპირდება, რომ არ უთვალთვალებს ტრაფიკს და არ მოახდენს მომხმარებლების აქტივობების შენახვას.
სერვისი შესაძლოა სასარგებლო იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომ უკაბელო ქსელებში და იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს დაჭირდება რეალური IP მისამართის გამჟღავნება.