ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იაპონური კომპანია SoftBank აპირებს გაყიდოს ARM, რომელიც RISC პროცეოსორების უმსხვილესი დეველოპერია მობილური მოწყობილობებისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ARM-ის ყიდვით Apple არის დაინტერესებული, თუმცა მათ ეს ჭორი უარყვეს. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ პერსპექტიული ბიზნესის მფლობელი შესაძლოა NVIDIA გახდეს.
Bloomberg-ის ინფორმაციით NVIDIA აწარმოებს წინასწარ მოლაპარაკებებს SoftBank-თან ARM-ის შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით. სავარაუდო ღირებულება 32 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ თვითონ SoftBank-მა 2016 წელს 31 მილიონად შეიძინა ARM, რაც იმ დროისთვის ევროპულ IT ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი გარიგება იყო. ინსაიდერების ინფორმაციით NVIDIA მიმდინარე მომენტისთვის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს უშუალო მოლაპარაკებებს ARM პროცესორების დეველოპერთან.
ARM ქმნის Cortex ბირთვებს, რომელებიც გამოიყენება თითქმის ყველა თანამედროვე მობილური პროცესორის შექმნისთვის. კომპანია ასევე ქმნის საკუთარ გრაფიკულ ჩიპებს Mali. აღსანიშნავია ისიც, რომ ARM თვითონ არ აწარმოებს ჩიპებს და მხოლოდ მათ დიზაინის ლიცენზირებას ახდეს კომპანიებისთვის როგორიცაა: Qualcomm, MediaTek, Samsung, HUAWEI და სხვა. გარკვეული დროის განმავლობაში Apple-იც კი იყენებდა ARM-ის დიზაინს, თუმცა საბოლოოდ საკუთარ ტექნოლოგიებზე გადავიდა.
NVIDIA-ს დაინტერესება ARM-ში გასაკვირი არ არის, რადგანაც წარსულში მათი Tegra მობილური პროცესორები გამოიყენებოდა ბევრ სმარტფონსა და პლანშეტში Android-ის მართვის ქვეშ. ახლა Nvidia-ს ჩიპები გამოიყნება Nintendo Switch პორტატიულ სათამაშო კონსოლსა და NVIDIA SHIELD TV-Box-ში.