Google-მა ახალი Pixel 4a ანდროიდ სმარტფონი წარმოადგინა, რომელიც 349$ ეღირება და iPhone SE-ს პირდაპირი კონკურენტი იქნება.
სმარტფონი წარმოდგენილია მხოლოდ შავ ფერში 5.8 დიუმიანი 1080p OLED ეკრანით. მას HDR+ ორმაგი ექსპოზიციის მქონე კამერა აქვს, პროტრეტული რეჟიმით, ღამის გადაღებით და სტაბილიზაციით. სმარტფონი აღჭურვილია Snapdragon 730G ჩიპსეტით, 6 გბ. ოპერატიული და 128 გბ. ჩაშენებული მეხსიერებით. მას უკანა პანელზე თითის ანაბეჭდების სკანერი და 3140 სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობის მქონე აკუმლატორი აქვს.
სიახლეებიდან აღსანიშნავია აპლიკაცია “პირადი უსაფრთხოება”, რომელიც რეალური დროის რეჟიმში გატყობინებთ საგანგებო მდგომარეობისა და ავტოავარიების შესახებ. სმარტფონში ჩაშენებულია Google Assistant და Live Caption ფუნქცია, რომელიც ავტომატურად აჩვენებს სუბტიტრებს ვიდეო და აუდიო კონტენტის მოხმარებისას ინგლისურ ენაზე. ხმოვანი ასისტენტი ახლა უკვე მუშაობს გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებზეც.
სმარტფონის წინასწარი გაყიდვები შესაძლებელია კომპანიის საიტზე და Google Fi სერვისით. მოწყობილობა თავისუფალ გაიყიდვაში 20 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი და Best Buy, Amazon და სხვა მაღაზიებში შეძლებთ შეიძენას.
შემოდგომაზე Google გვპირდება Pixel 4a 5G-სა და Pixel 5-ის გამოშვებას. ცნობილი გახდა, რომ Pixel 4a 5G-ის ღირებულება 499$ იქნება.