რა აბედნიერებს ადამიანს რომანტიულ ურთიერთობებში? ეს კითხვა შესაძლოა კომპექსურად მოგვეჩვენოს, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ წყვილებზე. მეცნიერების ნაციონალური აკადემია გვეუბნება რომ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და პასუხი არის: მანქანური დასწავლა.

რომანტიულ საკითხებთან დაკავშირებით ამ დრომდე ჩატარებული კვლევები ლიმიტირებული იყო. მანქანური დასწავლით მკვლევარებს საშუალება მიეცათ მასიური რაოდენობის მონაცემები დაემუშავებინათ: რაც მოიცავდა 11 000 სხვადასხვა წყვილს. ინდივიდუალური კვლევა გაცილებით ლიმიტირებულია – არის ძნელი და ძვირი რომ წყვილები კვლევაზე დაითანხმო. მონაწილეებისთვისაც დამღლელია. მანქანური დასწავლა ყველა აქამდე ჩატარებულ კვლევას იყენებს და გვერდს უვლის მოცემულ პრობლემებს.

მკვლევარები ყურადღებას აქცევდნენ ცვლადებს, რომელმაც შესაძლოა განსაზღვროს ბედნიერება რომანტიულ ურთიერთობაში. ცვლადები როგორიცაა პოლიტიკური ორიენტაცია, ცნობიერება, ოჯახის ისტორია – აღებული იყო როგორც პიროვნების თავისებურებები. შეფასება, გრძნობა და პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრა როგორც ურთიერთობის მახასიათებლები.

ურთიერთობის ღირებულებებმა ზოგადი კმაყოფილება გამოიწვია. ამ ღირებულებებიდან ხუთი ყველაზე მთავარი იყო: როგორ ფიქრობდნენ რამდენად იყო პარტნიორი ურთიერთობით გატაცებული, რამდენად აფასებდნენ საკუთარ პარტნიორს, სექსუალური დაკმაყოფილების ნიშნული, როგორ ფიქრობდნენ რამდენად ბედნიერი იყო პარტნიორი ურთიერთობაში და ჩხუბობდნენ თუ არა ხშირად.

ინდივიდუალური მახასიათებლებიც გარკვეულ როლს თამაშობდა, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანს. 45 პროცენტ შემთხვევაში ურთიერთობის სიმყარე დამოკიდებული იყო თავად ურთიერთობის ხარისხზე, ხოლო 21 პროცენტ შემთხვევაში თავად ინდივიდებზე. მას შემდეგ რაც ურთიერთობის მნიშვნელობა ორივე ადამიანისთვის გასაგები და გასათვალისწინებელი ხდებოდა, პარტნიორებს შორის პერსონალური განსხვავებები პრობლემას აღარ წარმოადგენდა.

დეპრესია, რაიმე ნეგატიური მოვლენები შესაძლოა რომ რისკ ფაქტორები იყოს ურთიერთობაში. მაგრამ თუ წვილების ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთ პატივისცემაზე, სექსუალურ დაკმაყოფილებაზე, არ არის კონფლიქტური სიტუაცია – ამ შემთხვევაში ინდივიდუალური რისკ ფაქტორები ძალას კარგავენ რომ ურთიერთობას პრობლემა შეექმნას, – აცხადებს კვლევის ავტორი.

წინა სტატიაXiaomi-ს სმარტფონები, რომლებიც მიიღებენ Android 11 განახლებას
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy Note 20 / Galaxy Note 20 Ultra

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი