კომპანია Emrod-ის უმავთულო ენერგიის გადამცემი მოწყობილობები დიდი მოცულობის ელექტრო ენერგიას გადასცემენ ორ წერტილ შორის, რომლებიც პირდაპირი ხედვის არეში უნდა იყვნენ განთავსებული.

სისტემაში გამოიყენება გადამცემი ანტენა, რელე და რეკტენა. ლექტრომაგნიტური ტალღები იყენებენ უსაფრთხო არამაიონიზირებელ რადიო სიხშირეებს, როგორიცაა Wi-Fi, Bluetooth და RFID. ენერგია ორ წერტილს შორის პირდაპირ გადაიცემა, რაც უფრო უსაფრთხოა.

ტექნოლოგიაზე არ ზემოქმედებს არანაირი ატმოსფერული და მეტეოროლოგიური მოვლენა. გათვალიწინებულია ფრინველები, ვერტმფრენების, დრონების გამოჩენაც გადაცემის არეში, ამ დროს ენერგიის გადაცემე წყდება რაც ლაზერული დეტექტორების საშუალებით ხორციელდება.

პირველ ეტაპზე იგეგმება 2 კილოვატამდე ენერგიის გადაცემა, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებელი მრავალჯერადად გაიზრდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here