საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი აქციების ფონზე Telegram დამფუძნებელმა პავლე დუროვმა განაცხადა, რომ მესინჯერმა გაააქტიურია ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუმენტები ბელარუსში.
“თუმცა კავშირი ძალიან არასტაბილურია, რადგანაც ინტერნეტი ქვეყანაში ხანდახან მთლიანად ითიშება” – წერს დუროვი თავის Twitter-ზე.
ცენზურის საწინააღმდეგო ინსტრუმენტები Telegram-მა 2017 წლის ივლისში გამოუშვა, მესინჯერის მობილური ვარიანტის 4.1 ვერსიაში სადაც შესაძლებელი გახდა კონტეაქტებისთვის და მესგობრებისთვის პროქსი სერვერების პარამეტრები გაზიარება. მაშინ მათ განაცხადეს: “ჩვენ გვჯერა უფასო და უსაფრთხო კომუნიკაციის. ჩვენ ვალდებული ვართ მოგაწოდოთ ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების უფლებებს დაიცავენ, რადგანაც მათ პირადი ცხოვრება ხელუხლებელი იყოს და დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება მთელს მსოფლიოში”
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Telegram-მა აღნიშნული ფუქნციონალის გააქტიურება კონკრეტული ზონისთვის გამოაცხადა.
ბელარუსში, მინსკში სადაც პროტესტის მონაწილეებსა და მილიციას შორის შეტაკებებია მესამე დღეა ინტერნეტთან კავშირის პრობლემებია ტელეგრამი 10 აგვისტოს ამუშავდა.
ადგილობრივი ოპერატორი “ბელტელეკომი” ინტერნეტთან კავშირის პრობლემეს მრავლობით კიბერშეტევებს უკავშირებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ინტერნეტს ქვეყანაში თიშავენ საზღვარგარეთიდან, რომ გამოიწვიონ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა ინტერნეტთან წვდომის დაბლოკვა ქვეყნის შიგნიდანაც შეიძლება.