Motherboard-ის ცნობით ხელოვნური ინტელექტის დველოპერმასტივენ ტალერმა ვირჯინიის შტატის სასამართლოს მიმართა სარჩელით სადაც ა.შ.შ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისს უჩივის იმაზე, რომ ორგანიზაციამ უარი უთხრა ალგორითმული სისტემის DABUIS-ის რეგისტრაციაზე მიიღო უარი. ოფისმა 2020 წლის აპრილში უარის საფუძვლად დაასახელა ის, რომ ხელოვნური ინტელექტი არ შეიძლება იყოს რამე გაოგონების ავტორი.
გასული წლის ივლისში ტალერმა საპატენტო ბიუროს ორი განაცხადი გაუგზავნა – ერთი რეგულირებად კონტეინერზე საკვები პროდუქტებისთვის, მეორე ავარიულ შუქურაზე. მან ორივე შემთხვევაში DABUS მიუთითა გამოგონების ავტორად. ტალერამ ხელოვნური ინტელექტი ნეირონულ ქსელებზე მომუშავე “ხელოვნების ძრავად” მოიხსენია, რომელიც დატრენინგებულია მონაცემების ფართო სპექტრზე და შეუძლია სხვა და სხვა ამოცანების გადაწყვეტა და არა რომელიმე კონკრეტულის. USPTO-მ არ მიიღო განაცხადები შემდეგი ფორმულირებით: “იდეა გამოგონებაში მოფიქრებული უნდა იყოს ფიზიკური პირის მიერ”.
ანალოგიური განაცხადები დეველოპერმა ბრიტანეთი, გერმანიის და ევროკავშირის საპატენტო ბიუროებშიც, სადაც ისინი ასევე უარყვეს. ახლა განაცხადებს ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საპატენტო ბიუროები განიხილავენ.
ვირჯინიის შტატის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ტაილერმა მიუთითა, რომ USPTO უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს, რომელიც დაფიქსირებულია 1943 წლის ამერიკის ნაციონალური კომისიის საპატენტო გეგმის 1943 წლის ანგარიშში, რომლის საფუძველზეც მოხდა რეფორმა და ა.შ.შ-ს საპატენტო სისტემამ დღევანდელი სახე მიიღო. მასში ნათქვამია, რომ “პატენტის ავტორობა უნდა განისაზღვროს ობიექტურად, გამოგონებაში წვლილის მიხედვით და არა სუბიექტურად პროცესის ხასიათის მიხედვით, რომლის დახმარებითაც ის შეიქმნა”.
აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება პრეცენდენტი გახდეს, რომელსაც სერიოზული იურიდიული შედეგები მოყვება, განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროსთვის. დისკუსია ამ თემაზე ფუნდამენტურ კითხვას წარმოშეობს იმის შესახებ თუ რა არის ხელოვენბა და შეიძლება თუ არა ალგორითმული სისტემები ვაღიაროთამა თუ იმ იდეების სრულყოფილ გამომგონებლებად მიუხედავად იმისა მიეკუთვნებიან თუ არა ისინი ადამიანების სახეობას.