Google-ის მკვლევარებმა პირველად გამოიყენეს კვანტური კომპიუტერი ქიმიური რეაქციის მოდელირებისთვის. ისი ამბობენ რომ, ეს პირველი ნაბიჯია კვანტური კომპიუტერების პრაქტიკული გამოყნებისკენ.
რადგანაც ატომები და მოლეკულები კვანტური მექანიკით მართვადი სისტემებია, კვანტური კომპიუტერბი საუკეთესო საშუალებაა რეაქციების ზუსტი მოდელირებისთვის.
Google-ის გუნდმა კომპანია Sycamore-ის მოწყობილობა გამოიყენა ქიმიური რეაქცის პირველი ზუსტი კვანტური მოდელირებისთვის. მკვლევარებმა დიაზენის მოლეკულის მოდელი შექმენს, რომელიც შედგება აზოტის ორი და წყალბადის ორი ატომისაგან, რეაქციისას წყალბადის ატომები ერთიანდებიან სხვა და სხვა კონფიგურაციით აზოტთან. კვანტური მოდელირების შედეგები შემოწმებისთვის შეადარეს მოდელებს, რომლებიც ადრე უკვე ჩაატარეს კლასიკურ კომპიუტერებზე. მოდელირება 12 კუბიტში შესრულდა.
რაიან ბებუში Google-დან აღნიშნავ: “ახლა ჩვენ ჩავატარეთ ქიმიური კვანტური გამოთვლები პრინციპულად განსხვავებულ მასშტაბში. წინამორბედი სამუშაოები შედგებოდა გამოთვლებისგან, რომლის ჩატარებაც ქალადზეც შეიძლებოდა ხელით, მაგრამ დემონსტაციისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ თვენ აუცილებლად დაგჭირდებათ კომპიუტერი”.
ამ ალგორითმის მასშტაბირება უფრო რთული რეაქციის მოდელირებისთვის საკმაოდ მარტივი უნდა იყოს, ვარაუდობს ბებუში. ის ამბობს რომ, რეაქციის მოდელირება დიდ მოლეკულებში უფრო მეტ კუბიტებს და დამატებით პარამეტრებს მოითხოვს გამოთვლისას.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ მომავალში შესაძებელი გახდება ახალი ქიმიური ნივთიერებების შექმნა კვანტური მოდელირების საშუალებით.