TikTok ძალიან პოპულარული აპლიკაციაა სოციალურ ქსელებში. ამერიკული კომპანიები ცდლილობენ მისი კონკურენტის შექმნას. Instagram-ის მსგავსი აპლიკციები კი ცდილობენ TikTok-ის ფორმატის დაკოპირებას და გამეორებას, YouTube ამ არმიას შეუერთდა.
YouTube-მა ოფიციალურად დააანონსა “Shorts”-ი – ეს არის მოკლე ფორმატის მქონე ვიდეო, რომელიც YouTube-ის ძირითად აპლიკაციაშია ჩაშენებული. ეს მოკლე ვიდეოები მხარდაჭერილია ისეთი ვიდეო ეფექტებით, როგორსაც TikTok-ზე ნახავთ. ფუნქცია ბეტა ვერსიაშია გაშვებული და ამ დროისთვის მხოლოდ ინდოეთშია ხელმისაწვდომი.
ყოველი მოკლე ვიდეო 15 წამიანი ან უფრო მოკლეა. შესაძლებელია რამდენიმე ვიდეო კლიპის გაერთიანებაც. YouTube საშუალებას იძლევა საკუთარი ლიცენზირებული მუსიკა გამოიყენოთ ბექგრანდ ეფექტებისათვის. სერვისის ჩართვისას მომხმარებელები ნახავენ წამზომს თუ როდის შეუძლიათ დაიწყონ გადაღება, შეეძლებათ გადაღების სიჩქარის კონტროლი და კრეატიული ფუნქციონალის გამოყენება.
იმისათვის რომ მომხმარებელემა გამოიყენონ ეს ფუნქციონალი, YouTube ნავიგაციის პანელში სპეციალურ ღილაკს დაამატებს.
საინტერესო ფაქტია, რომ პირველი ვიდეო რაც კი YouTube-ზე ატვირთულა 18 წამიანი იყო. პლატფორმაზე ბევრი მომხმარებელი მოკლე ვიდოებს ტვირთავს ხოლმე. ალტერნატიულად, მათ საშუალება მიეცემათ ახალი ფორმატით ისარგებლონ.