სკოლის ასაკის შემდეგ, კოლეჯში თუ უნივერსისტეტში თინეიჯერები ხშირად აღნიშნავენ რომ მათ უჭირთ სწავლა, რადგან არავინ ასწავლის, თუ “როგორ ვისწავლოთ”.
უნარების ქონა თუ როგორ ავითვისოთ ახალი მასალა სასარგებლოა. ეს სასარგებლოა განსაკუთრებით Covid-19-ის პირობებში, როდესაც სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ნერვიულობენ და განიცნიად დამატებით სტრესს. ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნებში სტუდენტებს უწევთ სკავლების ახალ მეთოდთან შეგუება, როგორიცაა ონლაინ სწავლება.
მოცემული მდგომარება ართულებს სწავლაზე კონცენტრირებას. მოსწავლეებს და სტუდენტებს მასწავლებელი თუ ლექტორი თავზე აღარ ადგას და მათ უნდა ისწავლონ საკუთარი თავისა და რესურსების მენეჯმენტი. ბევრმა თინეიჯერმა ეს მოახერხა მეთოდით: “თუ გინდა რომ ცურვა ისწავლო, უნდა იცურაო”.
კარგი ამბავი ისაა, რომ მეცნიერებას შეუძლია დაგვეხმაროს მასალის ათვისებისათვის ეფექტური მეთოდების პოვნაში.
ასზე მეტი წლის განმავლობაში ფსიქოლოგების მიერ ჩატარდა უამრავი კვლევა, თუ რა უნარების ქონა უწყობს ხელს ადვილად სწავლას. ზოგიერთი რჩევა ყველა საგნისათვის უნივერსალურია. მაგალითად, არ დაიზეპიროთ. დატესტეთ თქვენი ცოდნა იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გადაიკითხოთ მასალა. სხვა რჩევები სპეციფიურ საგნებსაა მორგებული. ამგვარ რჩევებს მიეკუთვნება ცხრილებისა და დიაგრამების აწყობა. დაბლა მოცემულია 10 რჩევა რომელიც გააძლიერების დასწავლის უნარებს.
1. შეისვენეთ სწავლის დროს
სტუდენტების ნაწილი გამოცდამდე მასალას იზეპირებს. მათ შორის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი ფიქრობენ რომ გამოცდის წინა დღეს მეცადინეობა კარგი აზრია. მაგრამ კვლევები აჩვენებს რომ გამოცდის წინა დღეს მასალის დაზეპირება ძალიან ცუდია იდეაა. ნაცვლად ამისა, გამოყავით თავისუფალი დრო სწავლასა და გამოცდას შორის.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც 2009 წელს ჩატარდა, სტუდენტებს დაევალათ უცხო სიტყვების სწავლა ბარათების გამოყენებით. ზოგიერთი სტუდენტი უცხო სიტყბეს ოთხი დღის განვამლობაში ცოტ-ცოტა სწავლობა და მეცადინეობებს შორის თავისუფალ დროს ტოვებდა. სტუდენტების მეორე ნაწილმა მთელი მასალა ერთ დღეში ისწავლა, გაისარჯა, დაიზეპირა. საერთო ჯამში, სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იგივე დრო მოანდომა სწავლის პროცესს. მაგრამ ტესტირებამ აჩვენა რომ პირველმა ჯგუფმა უცხო სიტყვები უკეთ ისწავლეს.
ჩვენი მეხსიერება შეგვიძლია შევადაროთ წყლის ჯამს რომელიც გაბზარულია. როდესაც ჯამი წლით სავსეა, ჩვენ აღარ შეგვიძლია მასში წყალი ჩავამატოთ. სწავლებებს შორის თავისუფალი დროის დატოვებით, ჩვენს მეხსიერებას ვაძლევთ დროს რომ გარკვეული ინფორმაცია გამოათავისუფლოს მეხიერებიდან და ადგილი გამოყოს ახალი ინფორმაციის მისაღებად. ამგვარად, როდესაც მცირე რაოდენობით ინფორმაციას ვსწავლობთ ერთ ჯერზე, დამახსოვრების პროცესი მარტივდება.
2. პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა!
მუსიკოსები ვარჯიშობენ თავიანთ ინსტუმენტებზე, სპროტსმენები თავიანთ სპორტულ უნარებს ავიტარებენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სწავლაზეც.
“თუ გინდა რომ ინფორმაცია დაგამახსოვრდეს, საუკეთესო რამ რაც შეგიძლია გააკეთო არის ვარჯიში,” – ამბობს კატერინა როუსონი. ის არის ფსიქოლოგი კენტის უნივერსიტეტში, ოჰაიოში.
კოლეჯის სტუდენტებმა წაიკითხეს მასალა და შემდგომ გაიარეს ტესტები. ზოგმა ერთი ტესტი გაიარა, ზოგმა რამდენიმე ტესტი და ტესტებს შორის შესვნებები აიღეს. ერთი კვირის შემდეგ იგივე მასალა მეორე ჯგუფს უკეთ ახსოვდა.
3. უბრალოდ არ გადაიკითხოთ წიგნები
სინტია ნებელი, რომელიც არის ნეშვილის უნივერსიტეტში ფსიქოლოგი, ამბობს, რომ ერთი და იგივე წიგნის გადაკითხვა და გადაკითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩვევა რომელიც სტუდენტებს აქვთ.
2009 წელს ჩატარებულ კვლევაში, ზოგიერთმა სტუდენტმა ტექსტი წაიკითხა ორჯერ, დანარჩენებმა მხოლოდ ერთხელ წაიკითხეს. ორივე ჯგუფმა ტექტის წაკითხვის შემდეგ გაიარეს ტესტი. ტესტის შედეგები ჯფუგებს შორის განსხვავდებოდა.
ტექსტის გადაკითხვა გავს პაზლზე პასუხის პოვნის მცდელობას. მაგრამ ეს თავად უნდა გააკეთოთ ტექსის გააზრებით და არა რამდენჯერმე გადაკითხვით. ამიტომ მეორე ჯგუფის ტესტის პასუხები უკეთესი იყო, ვიდრე პირველი ჯგუფის.
4. გამოცადე შენი თავი
გამოცდამდე. გამოცადე შენი ცოდნა. აიღე ქუიზი, თუ რამდენად კარგად ფლობ მასალას. ჩაინიშნე, რაც არ იცი კარგად და იმუშავე ამაზე.
ამგვარი მიდგომა თითქმის ყველასთვის სასარგებლოა. სასარგებლოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებლას ყურაადღების კონცენტრირების პრობლემა აქვთ ან გააჩნიათ ჰიპერაქტიულობის სინდრომი.
“შეეცადე გამოცადო შენი თავი იავე გზით, როგორც ამას მასწავლებელი აკეთებს შენთან მიმართებაში.” – ამბობს მკვლევარი. ხშირად მასწავლებლები არ გვეკითხებიან უბრალოდ განმარტებების შესახებ. ისინი გვთხოვენ შედარებებს, მსგავსებებსა და განსხავებებს სხა საკითხთან მიმართებაში. ეს პროცესი კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს.
5. შეცდომები მოსულა – თუ შეცდომებიდან სწავლობ
მნიშვნელოვანია რომ შენი მეხსიერება დატესტო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წამს დახარჯავ თითოეულ მცდლობაზე. ამ მიგნებას გთვააზობს 2016 წლის კვლევა რომელიც კორნელმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს. კორნელის თქმით მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე, რაც გულისხმობს: შეამოწმო მართალი იყავი თუ არა. შემდეგ კი ფოკუსირდი იმაზე, თუ რაში ცდებოდი.
6. გამიქსე
ხშირ შემთხვევაში, გამიქსვა ძალიან დიდი დამხმარეა. არ ფოკუსირდე მხოლოდ ერთ საკითხზე. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს სხვადასხვა კონცეპტებთან დაკავშირებით. ფსიქოლოგები ამ მეთოდს ერთმანეთთან შერწყმას უწოდებენ.
ჩვეულებრივ, ტესტების კითხვებიც კი გამიქსულია. ეს მეთოდი გეხმარება რომ უკეთ ისწავლო. თუ მეცადინეობ მხოლოდ ერთ კონცეპტზე ხშირად და უფრო ხშირად. ამ დროს შენი ინტერესი საკითხის მიმართ ნელ-ნელა იკარგება, რადგან უკვე იცი რა მოდის შემდეგ, იცი რას უნდა ელოდო. კონცეპტების ერთმანეთთან შერწყმა გეხმარება რომ ახალი კონცეპტებისათვის გამოყო ადგილი.
7. გამოიყენე სურათები
ყურადღება მიაქციე დიაგრამებსა და ცხრილებს. ნებელის თქმით ამ სურათებს შეუძლია შენი მეხსიერების დაბუსტვა და ახალ ლეველზე გადაყვანა. თუ არ არის მასალასთან დაკავშირებული სურათები, მაშინ მათი საკუთარი ხელით შექმნა კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება.
8. იპოვე მაგალითები
აბსტრაქტული კონცეპტები ხშირად რთული გასაგებია. გაცილებით ადვილია მისი გაგება თუ მენტალური სურათი გაქვს, რომელზე ვკონცენტრირდებით როგორც მაგალითზე.
მაგალითად, საკვებს ამგვარი გემო აქვს იმიტომ რომ მჟავას შეიცავს. როგორც კონცეპტი ამის დამახსოვრება, შესაძლოა არ იყოს მარტივი. მაგრამ თუ ვიფიქრებთ ლიმონზე ან ძმარზე, ეს ამარტივებს საკითხის გააზრებისა და დამახსოვრების პროცესს.
9. ჩაეძიე
ძნელია მშრალი ფაქტების და მოვლების დამახსოვრება თუ არ ჩავუღრმავდებით საკითხს. დასვი კითხვები, თუ რატომ მოხდა ესა თუ ის მოვლენა ამგვარად. რა მნიშვნელობის მატარებელია. ფსიქოლოგები ამ მეთოდს ელაბორაციას უწოდებენ. ეს ნიშნავს საკლასო მასალის აღებას და უამრავი რატომ და როგორ კითხვების დასმას – ამბობს ნებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაქტები არ მიიღო როგორც უბრალოდ ფაქტები, დაინახე მნიშვნელობა.
10. დასახე გეგმა
ზოგიერთმა სტუდეტმა იცის რომ მეცადინეობას შორის შესვენების უნდა აიღოს, აიღოს ქუიზები რათა დატესტოს საკუთარი ცოდნა და შეიმუშაოს ახალი უნარები. თუმცა, ბევრი ამას არ ან ვერ აკეთებს.
ერთ-ერთი მეთოდი რაც ამის განხორცილებაში დაგეხმარება არის დაგეგმვა, ჩაინიშნე ფუცელზე რა უნდა გააკეთო დ რის შემდეგ რა უნდა გააკეთო. და მიყევი გეგმას. მალე ეს გეგმა რუტინის ნაწილი გახდება. შემდეგ კი მიყევი რუტინას.