ინსაიდერი მარკ გურმანი გვამცნობს, რომ Apple მე-3 პრეზენტაციას 2020 წლის ნოემბერში გამართავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პირველი Mac კომპიუტერი ARM პროცესორზე.
პირველი კომპიუტერი საკუთარ პროცესორზე 13 დიუმიანი MacBook Pro იქნება, რომელიც Intel-ზე დაფუძნებულ კომპიუტერებს სიჩქარითა და ენერგოეფექტურობით აჯობებს. სისტემა A14X პროცესორზე იმუშავებს, რომელიც ამჟამად iPad Air-სა და iPhone 12-ში გამოიყენება.
კომპანიამ ტრადიციული საშემოდგომო პრეზენტაცია სამ ნაწილად გაყო, რომ მეტი ყურადღება დაუთომოს ცალკეულ პროდუქტებს.
მოსალოდნელია, რომ Apple ასევე წარმოადგენს დიდი ზომის (სრულ) ყურსასმენებს AirPods სერიიდან, “ჭკვიან” დინამის HomePod და საგნების საპოვნ შუქურებს Apple AirTags.