გრაფენის უნიკალური თვისებების შესახებ ძალიან ბევრია ცნობილი უკვე და ამ მატერიალის შესწავლა, რომელიც ნახშირბადის განსაკუთრებული მოდიფიკაციაა ბევრი მეცნიერისთვის საინტერესოა. ახლახან ფიზიკოსებმა მის ბაზაზე “მუდმივი ძრავის” შექმნა შეძლეს.

არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა ახალი სქემის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც გრაფენის სითბურ მოძრაობას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის. ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი ტექნოლოგიით ამ სქემის ჩიპში ინტეგრაცისას პატარა მოწყობილობების და სენსორების ელექტრო ენერგიით მომარაგება იქნება შესაძლებელი.

პირველად იდეა იმავე უნივერსიტეტში იქნა გამოთქმული, როცა ნახეს, რომ გრაფენი გარკვეულ პირობებში ენერგიას აგროვებს. თავიდან ყველაფერი დაუჯერებლად გამოიყურებოდა, რადგანაც ეს ბროუნის მოძრაობის თეორიას ეწინააღმდეგებოდა. დამატებით ექსპერიმენტებისას დადგინდა, რომ სითბური მოძრაობა ოთახის ტემპერატურაზე მართლაც აღძრავს წრედში ელექტრულ დენს. ამავდროულად ცხადი გახდა, რომ სქემაში ინეგრირებული დიოდები ჩართვა-გამორთვისას აძლიერებენ დენის ძალას და არა პირიქით, როგორც ადრე ეგონათ. მსგავსი სქემების ერთ კრისტალზე დიდი რაოდენობით განლაგებისას შესაძლებელს გახდის ენერგიით მოვამარაგოთ დაბალი ენერგომოხმარების სენსორები.

წინა სტატიაYouTube – ონლაინ გაყიდვების პლატფორმა გახდება
შემდეგი სტატიაAMD RYZEN 5000

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი